ალბერტინის მოგონებები: მესი რონალდინიომაც ვერ მიიმხრო, ზიდანის მემკვიდრე ინიესტა დღესაც საუკეთესოა, პუიოლი უმცროსი ძმა, ბავშვობაში ,,იუვენტინო" ვიყავი, ტარდელი ჩემი კერპი იყო

 
ალბერტინიმ (,,მილანში" 13 სეზონი 5 ,,სკუდეტო") ,,გაძეტა დელო სპორტში" ძირითადად ,,ბარსელონური ამბები" (6 თამაში კატალონიაში) გაიხსენა: 

ინიესტა: ჩემს დროს მესიზე ხშირად თამაშობდა. მიზეზი, შეუცვლელი 12 წელი რომაა მეტად მარტივია: არავინაა მასზე უკეთესი. შეიძლება აღარაა ისეთი, როგორც მაშინ, ,,რეალს" ზიდანის მემკვიდრედ რომ შეეგულებინა, მაგრამ ნებისმიერი იტალიელი ბავშვისთვის სამაგალითო უნდა იყოს. მან თავისი ნიჭი სწორი გზით განავითარა

მესი: ,,ბარსაში" მისვლისას პირველი ვინც გავიცანი მესი იყო, ლაპორტამ წარმიდგინა და...ლეო გაწითლდა, ,,უმოკრძალებულესი" იყო, ძალიან მორიდებული. ერთ მხარეს ყოველთვის ,,ნორმალურები" იყვნენ: ხავი, ინიესტა, პუიოლი, იქით ,,სუბნორმალურები" იდგნენ ხოლმე: ,,დინიო", ეტოო, დეკო, ცდილობდნენ მაქსი ლოპესის ,,მიმხრობას", აი ლეოს არავინ არაფერს ეუბნებოდა, რადგან მაინც არავისთან ,,ივლიდა". მახსოვს ,,ალბასეტესთან" სათადარიგოთა სკამზე ვიყავი, ჩაწოდებული გააჩერა და შორეულ კუთხეში ჩასვა: გასაოცარი გოლი, მაგრამ თამაშგარის გამო გააუქმეს. ჩვენ მინდორზე შევვარდით, მის გარდა ყველა ცოფებს ყრიდა. ცოტა ხნის შემდეგ თითქმის იგივენაირ სტილში გაიტანა. ვიფიქრე, რომ ჩემ ,,იუვენტინო" მეგობრისთვის უნდა დამერეკა და მეთქვა: ,,აქ ერთია, მარადონასავით არის". აგვისტოში ,,გამპერზე" ,,ბარსა" – ,,იუვეს" შემდეგ იგივეს უკვე ყველა ამბობდა. კანავაროს და ვიეირას მსგავსნი ,,ზე–ტიპები" მის გაჩერებას ყველანაირად ეცადნენ და სარმებიც მოიშველიეს, მაგრამ ვერაფერი

პუიოლი: ჩემთან საუბარს თუ უბრალო ,,მესიჯს" ყოველთვის ასე იწყებს: ,,გამარჯობა, ძმაო". მიყურებს როგორც უფროს ძმას. ერთხელ ასეთი რამ მითხრა: ,,შენ მე კაპიტნობა მასწავლე"
 
ლუის ენრიკე: მასთან არ გადავკვეთილვარ, მაგრამ მისი კაპიტნობის ქარიზმა პუიოლის მონათხრობებით შემომრჩა. რასაც იტყვის, აკეთებს

,,კამპ ნოუ": მეტოქედ მისვლისას შიშს იწვევს, მაგრამ სხვანაირად წარმოდგენა მირჩევნია – როგორც დემოკრატიის კერის. კარი იხსნება და არჩევნებზე ხმის მისაცემად ყველა მიდის. როგორც ლამის რელიგიური ტრადიცია, მშობლებს ჩვილი ბავშვები მიჰყავთ
 
სტანდარტულებში მესი ჯობია თუ პიანიჩი: მეტად თანაბარია. მე ვიტყოდი, რომ საუკეთესო ბუფონია, რადგან მოგერეიებაშია მთავარი. მე ,,ბარსაში" არ ვარტყამდი ხოლმე, მხოლოდ რონალდინიო, მაგრამ ,,ატლეტიკოში" ,,რეალს" შევუგდე ,,ბერნაბეუზე" და იმ საჯარიმოს ვიდეოთი ,,ლა მასიაში" ბავშვებს ასწავლიდნენ

ალეგრი: ტექნიკურ საკითხებში როგორც კაპელო და როგორც მენტორი საკის გავს. ჯგუფის დიდი მმართველი და დიადი პიროვნება

,,იუვენტუსი": მამაჩემი ნამდვილდ ,,ტიფოზი" იყო, მე კი მიყვარდა, მაგრამ ძალიანაც არა. ჩემი ბავშვობის პირველი მისაბაძი მაგალითი ტარდელია. პირველი რაც იმ დროიდან მახსოვს, 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოთამაშე ტარდელი გახლავთ, ,,იუვეს" მაისურში მისი პოსტერიც მქონდა. მიუხედავად ამისა, მე საკმაოდ ნეიტრალური ,,ტიფოზი" ვიყავი და ,,იუვენტუსის" თამაშებზე სტადიონზეც არ მივსულვარ. როცა წამოვიზარდე, ფეხბურთზე პირველად წავედი და ეს ,,სან სიროზე", სადაც ,,მილანი" თამაშობდა
 
,,მუნდოდეპორტივოდან", ალბერტინის 5 ,,გასაღები"
1. ,,კამპ ნოუს" ფაქტორი
2. ფლანგებზე არსებული სივრცეების გამოყენება გარემარბებით, ცენტრში რთულია
3. ,,მსნ"–ის ,,კარგი დღე"
4. მოთმინება, ,,იუვემ" ,,ტანჯვის გაძლება" კარგად იცის
5. ,,იუვეს" დამოკიდებულება, გამოვლენ 0:2–ის წასაგებად თუ მოსაგებად

კომენტარები

No front page content has been created yet.

Download MP3 Songs