როგორ დაკარგა ,,ბარსამ" ასენსიო, იგივე ახლა ტეოზე ხდება

 
,,2014–ის 29 აგვისტოს ,,მალიორკას" სპორტულმა დირექტორმა დუდუ ავატმა, აგენტმა ორასიო გაჯიოლიმ  და სუბისარეტას წარგზავნილმა ნარსის ხულიამ ასენსიოს ტრანსფერი საბოლოოდ შეათნხმეს: 6 წლიანი კონტრაქტი, კუნძულელები 2.5 მილიონს მიიღებდნენ და კიდევ 2 მილიონს მაშინ, როცა ფეხბურთელის დებიუტი შედგებოდა, მაგრამ პარასკევის გარიგება ორშაბათს ჩაიშალა, რადგან ფინანსური პრობლემების მქონე ,,მალიორკამ" 4.5 მილიონის ერთბაშად ,,ჩათვლა" მოითხოვა, ,,ბარსას" გენერალური დირექტორის, ა. როსიკის ერთპიროვნული და კატეგორიული გადაწყვეტილებით კლუბმა ,,მალიორკას" შეუთვალა, რომ ამას ვერ შეძლებდა (ადრე წერდნენ, რომ შეთანხმების დარღვევის გამო სუბისარეტა პრინციპულად წავიდა უარზე – ავტ.). აბსოლუტურად გადაწყვეტილი ტრანსფერი ჩაიშალა, ასენსიო ბარსელონაში მამასთან ერთადაც კი იყო ჩამოსული და სანაპიროზე სახლიც შეერჩია. პერესი მოვლენების განვითარებას ყურადღებით აკვირდებოდა და მუშაობას დაუყოვნებლივ შეუდგა, გაჯიოლის მადრიდში ჩასაყვანად პირადი თვითმფრინავი გაუგზავნა. ამის შესახებ რომ შეიტყო, ბარტომეუმ მერყეობას ბოლო მოუღო და ტრანსფერი ხელახლა სცადა, მაგრამ უკვე გვიანი იყო: ,,მალიორკამ" ,,რეალის" 3.5 მილიონიანი შემოთავაზება მიიღო. 

მსგავსი ახლა ტეო ერნანდესზე ხდება. 19 წლის მარცხენა მცველში პერესი გამოსასყიდს – 24 მილიონს იხდის, ,,ბარსაში" კი ჯერაც ყოყმანობენ. რამდენიმე მიზეზის გამო ,,ატლეტიკო" თავისი ფეხბურთელის კატალონიაში გასხვისებას არჩევდა და როგორც ასენსიოს შემთხვევაში (,,ბარსას" გულშემატკივრობდა), ტეოს ახლო გარემოცვიდან ხალხზე დაყრდნობით ცნობილია, რომ ფეხბურთელი ,,ბარსელონაში" გადასვლას აირჩევდა, რადგან როგორც ამავე პოზიციის აბიდალი, ისიც მარსელიდან არის"
 
მიგელ რიკო – ,,მუნდოდეპორტივოში" სპეციალური სტუმრის სტატუსით მწერალი, ,,სპორტისა" და აწ უკვე გაუქმებული ,,დონ ბალონის" ყოფილი უფროსი

კომენტარები

No front page content has been created yet.

Download MP3 Songs