,,კლასიკოს" გამოხმაურება: ჯორდანი და ესპანური ფეხბურთის განდიდება

 
მ. ლოპესი – ,,მარკას" ტაქტიკური მიმომხილველი, ლუის ენრიკეს ექს–თანაშემწე ,,რომაში" 
 
,,ნეიმარი არაა. არა. ,,კან ბარსაში" (,,სახლში") დაესადგურებინა გაგებას, რომ ახალ კონტრაქტზე მუშაობის პარალელურად დამდგარიყო მომენტი, როცა ბრაზილიელი ,,წინ გამოსულიყო" (ზევით დამდგარიყო). ,,10"–ს ამაზე უფრო ვერ გამოიწვევდი. გამძვინვარებული, ენერგიითა და იმ კადენციით, რომლითაც ძველ დროში ხასიათდებოდა, ,,თეთრი" ,,რგოლების" ერთიმეორის მიყოლებით გადაბუგვით დაკავებულიყო. მესის მინდორზე ყოფნის შემთხვევაში არასდროს თქვა არასდროს. გენიოსმა სილა გააწნა ყველას, მასში ეჭვი ვინც შეიტანა. ვისი გაგებითაც ,,ოქრო" ნეიმარისთვის იყო უკვე განკუთვნილი. გაშლილი ხელისგულით. მესი სრულიად ,,რეალის" წნააღმდეგ, ის და ტერ შტეგენი. მესი ყველაფერს ცვლის. მასთან ახლოს ყველაფერი ,,საშუალო" გიგანტური ხდება მხოლოდ იმით, თუ ხვდება, საკუთარი პარტიტურა როგორ უნდა შეასრულოს.

,,სნაიპერი". თუ დაცვა უკან იხევს, მესი მოდუნებული დაძუნძულებს. ყოველი ბურთი ყოველთვის მას. ყოველი ჩაწოდება საჯარიმოში მას. ,,რეალს" დაავიწყდა, რომ როცა მესის ,,წაუვა", შეჩერება შეუძლებელი ხდება. რამოს, ქუჩისკენ. კასემირო შეიძლებოდა წასულიყო და ყველანი, ვინც დუელში შეებრძოლენ მუხლდაჩოქილნი დარჩნენ. მძლეთამძლეს წლებია თავი არ გამოუვლენია.

,,10"–ის ლიმიტირება როგორ უნდა, ,,იუვენტუსმა" აჩვენა: თუ ზურგით იღებს, ყველანი მის შესავიწროებლად: პერსონალური და დამხმარეები. აკრძალულია შემოტრიალება აცალონ, სამაგიდო წიგნიდან. ,,თეთრები" – როცა ,,ბარსას" ლეოს გარდა სხვა ,,საბჯენი" არ ჰქონდა – სიჩქარის აკრეფის საშუალებას აძლევდნენ და ასეთ შემთხვევაში დამცველებს გარდაუვალი სიკვდილი ელით. 2 გოლი და კარისკენ 6 დარტყმა ტერ შტეგენს თუ არ ჩავთვლით ერთადერთი ,,ცოცხალი" ,,ასულგრანასგან".

გადამრჩენი მეკარე. კეილორის ,,გამოღვიძებისას" გერმანელს უკვე 9 მოგერიება ჰქონდა. კრისტიანოს 8 დარტყმა, ,,თეთრებს" 22 – ,,რემონტადისა" 10 კაცით ყოფნის მიუხედავად სწამდათ. ხამესის გოლი და ზედიზედ 4 დარტყმა დაკარგული ,,ბარსას" ამოსაყირავებლად, მოგებული ჰქონდათ გაჩუქებული. საჯარიმოდან საჯარიმომდე გარბენის საშუალებით სერხი რობერტომ და მესიმ შეცდომა გამოასწორეს, შეცდომები. ,,პერიმეტრიდან". ბუუმ. ჩემპიონატი ახლა იწყება"[/QUOTE]

რელანო – ,,ას"–ის რედაქტორი:

,,რა თამაში! რა ვნების ჭიდილი, რა დაუღალავი ჭენაობა, რამხელა რაოდენობა დარტყმების! რამხელა ემოციები ბოლომდე! და როგორი მესი, მთელი ღირსებით ,,წინა პლანზე" დაბრუნებული! მაშინ როცა თამაში ,,რეალს" თავის ხელებში ჩაჭერით დაეწყო, მოედნის გეომეტრიულ ცენტრში ,,დაინსტალირდა", მანევრების სადავეები იგდო ხელთ და თავისი გუნდი წამოაყენა. ერთხელ და მიყოლებით გაურბოდა იმ კასემიროს, რომლის თამაშიდან გასტუმრება ტაიმის დასრულებამდე შეეძლო. 2 ,,გოლასო" გადამწყვეტ მომენტებში, მეორე ,,რამოსის ზონაში" (იგულისმება ,,ჩეზარინის ზონა" – ავტ.). გააყვანინა კასემირო, გააგდებინა რამოსი, იგივეს მარსელო სასწაულით გადაურჩა. იმეფა გიჟურ, ფეხბურთის დაფასებისთვის აღვლენილ მატჩში. 

ეს შეხვედრა არასდროს დაგვავიწყდება. განუზომელი მატჩი, გეგმა–სტრატეგიების, ამოსუნთქვების გარეშე, დარტყმის განსახორციელებლად ყოველი ტყავს რომ იძრობდა. ორი დიდებული მეკარით და ასეც კი გუნდებმა 5 გოლი გაინაწილეს. ალტერნატივებით, რომ ნებისმიერ მხარეს შეიძლებოდა გადაეწონა. იმ ბეილის გასვლისას პუბლიკის რეაქციით, რომლის ,,სიმკრთალე" ასენსიოს გამოსვლამ კიდევ უფრო საცნაური რომ გახადა. ცუდი მსაჯობით, რომელიც კრისტიანოსთან შეწყალებული უმტიტით დაიწყო და ბოლომდე შეცდომებით გაგრძელდა. განსაკუთრებული მომენტებით, როგორიც იყო რამოსის დამშვიდობება პიკესთან და მესის მიერ მაისურის ,,ეგზიბიცია".

ასეთი მატჩი იმ ყველაფერს ამართლებს, რასაც ფეხბურთს ვთავაზობთ: ასეთი მატჩი ,,ესპანურ მარკას" ქმნის. ორივე გუნდმა საუკეთესო თვისებები წარმოაჩინა და სრულ გამოფიტვამდე არ შეჩერებულა. ,,ბარსას" გამარჯვება სჭირდებოდა და მესის ვარსკვლავით ,,ლალიგა" ხელახლა ,,გახსნა", ,,რეალს" კი დაავიწყდა, რომ ფრეც აძლევდა ხელს და 2:2–ზე იმ შეტევათა სმერჩში დარჩენა არჩია, სრული 90 წუთი რომ ბრუნავდა. ბოლო თავბრუდამხვევმა გოლმა გააკვირვა ,,რეალი" – მესის კულმინაციურმა გოლმა, რომელიც ერთმა ,,ლატერალმა" გრძელი გარბენით დაიწყო და მეორე ,,ლატერალის" საგოლე პასით დასრულდა. არავინ ისურვა რაიმე ,,შემოენახა". მოიგო ,,ბარსამ", მოიგო ,,ლალიგამ", მოიგო ფეხბურთმა. და ,,რეალმა" სიდიადით წააგო"

სანტი ხიმენესი ,,ას"–ის ჟურნალისტი, ,,ბარსას" მატჩების მიმომხილველი:
 
,,თქვენს წინაშე ლეო მესია, მსოფლიოში საუკეთესო მოთამაშე. ტიპი, რომელიც ,,დუბინკებით" შეგიძლია აყვირო, ვისაც კასემირო იქამდე შეიძლება ურტყამდეს, სანამ ზიდანს – ნამდვილ ჯენტლმენს - არ შერცხვება და მინდვრიდან იმ ანგარიშგამწევი მსაჯის მზერას არ მოარიდებს, უკვე 2 ყვითელი რომ აქვს ნაპატიები. და შემდეგ რამოსი, რომელიც ორივე ბუცის წინგაშვერილი ,,შიპებით" წავიდა (ველი, რომ ,,კომიტეტი" მის ,,აპლოდისმენტებს" შეამჩნევს) და ასეც, მისი შეჩერების მცდელობა კიდევ ერთ ყვითლად კოვაჩიჩს დაუჯდა. აჰ! და თითქოს ეს ყველაფერი ცოტაა, 2 ,,გოლასო" გაიტანა. ახლა ისე ჩანს, რომ ბოლო წუთებზე ასეთი ,,რემონტადები" ,,თეთრების" ეპიკური გმირობების მონოპოლიას აღარ წარმოადგენს. უდიდესი ,,პარტიდასო" მესისგან იმ დროს, როცა ,,ბერნაბეუს" მისი ეფექტურობა ეჭვქვეშ დაეყენებინა. 6 წელია მადრიდში არ გაეტანა, 6 უგოლო თამაში ,,ახალ ჩამარტინზე". კვირას ყველა ეჭვი მთელი ძალმოსილებით გაფანტა და აჩვენა, რომ მისი შეჩერება არც სარმებით თუ იდაყვებითაა შესაძლებელი (იდაყვის ,,სამკურნალოდ" ექიმს მარსელომაც მიმართა, საბრალო). ითამაშებს ხელსახოცებით ან ბამბით ხელში. ასეთია მესის ხვედრი. სისხლდენის შემჩერებელი"

ხოსე ლ. ურტადო – სპეციალურად ,,მარკასთვის":
 
შესავალი
,,შაბათის ,,ბარსა" ,,გარდამავალი პერიოდისას" ჰგავდა, საკუთარი თავის მსხვერპლად აღქმის მძევალს ტრიბუნებზე მხოლოდ ნუნიესიღა აკლდა. დაწერეს რაღაც და ორიოდე საათში იმ ფურცლებს ნაგავში თავად გადაუძახეს. კვირის ,,ბარსა" მესისა იყო და მისი კლინექსის. ფეხბურთის ,,ბარსა". ერთ და მეორე ,,ბარსას" შორის მეორე გამანდგურებელი სხვაობით იგებს. მესის ოჯახმა დაიმსახურა, რომ ახალ კონტრაქტს ,,საგრადა ფამილიას" წინ მოეწეროს ხელი.
 
მატჩი–აუქციონი
სუპერგმირები ჯანმრთელობის პრობლემებს არად დაგიდევენ. ერთ მშვენიერ დღეს სოლტ ლეიკ სიტიში ერთმა ვისაც მაიკლ ჯორდანს ეძახდნენ სიცხიანი, გულძმარვების მიუხედავად წამოდგა და ,,იუტა ჯაზთან" 1997 წლის ფინალური სერიის მეხუთე შეხვედრაში ითამაშა. გაციებამ ,,ჩიკაგოელებს" ხერხემალში დაუარა და უშუალოდ დარბაზში გასვლამდე პირსახოცებში გახვეულმა ჯორდანმა გდაწყვიტა, რომ თავის ჯანმრთელობას პირდაპირ პარკეტზე დაცდიდა. ვერტმფრენი თამაშში დაეშვა, 38 ქულა ჩააგდო და თავისი სკულპტურა გამოაქანდაკა. ასეთივე იყო ღრძილებდასისხლიანებული მესი, რომელიც ხელსახოცებით შევიდა და თამაში წაიღო. მესამე გოლის შემდეგ მსაჯს შეეძლო მისთვის მაისურა ეთხოვა, მაგრამ რეგლამენტის შესრულება არჩია.
 
ბილარდოს წიგნი (23–ში ,,წიგნის დღეს" აღნიშნავდნენ – ავტ.)
ეს წიგნი სავსეა იმ ხელმოწერებით, ხამესის გოლის შემდეგ თამაში ცეცხლს რომ მისცეს. ,,ბარსელონიზმის" დიაკვნის, სერხი რობერტოს  სლალომის შესაჩერებლად ბილარდო მინდორზე გაწვებოდა. კამაჩოს გარეშე ერთად შექუჩებულიყვნენ ასენსიო, კრისტიანო, ხამესი, მარსელო, კროოსი, მოდრიჩი, ნაჩო, კეილორი, კოვაჩიჩი – ლეგიონი, ღრიალს სიხარულით რომ მოისმენდნენ (სათადარიგოთა სკამზე მყოფ კამაჩოს თანაგუნდელთა მოტივირებისთვის განუწყვეტელი შეძახილები სჩვეოდა – ავტ.).
 
მესი
,,რეალი" ანტი-სისტემაა, რა სტრატეგია აქვთ ვერავინ გაუგო. მათი მატჩები მოსაწყენი არასდროსაა. შეიძლება 88–ე წუთზე დაიწყონ და 10 წუთში დაასრულონ. 10–ით დარჩენილები ,,ბარსაზე" გერგილიანები იყვნენ. მოგებული ,,ლალიგით" 5 მოთამაშე დაკარგული კალათის საპოვნად კუთხურისკენ. იქამდე, გოლები კასემიროს და ხამესს გაეტანათ. აი მეტოქე გაცილებით ტრადიციული იყო: დაიწყო და დაასრულა ,,10"–ით: არავინ, არც ,,მსნ", არამედ ,,მმმ"
 
კამაჩოდან კასემირომდე
კასემირო მატჩებს ყვითელზე იწყებს, წითლის მიღების საშიშროებით. მოტოციციკლი მუხრუჭების გარეშე, რომელიც შუქნიშნის ფერებს ვერ ანსხვავებს. პირველი ტაიმი იმ დუელების აღდგენა იყო, კამაჩოსა და კრუიფს შორის რომ მიდიოდა. ის დრო, როცა 2 ჯარიმა 2 ბარათის ეკვივალენტი არ იყო.
 
რომანი
რამოსი–პიკეს რომანსიდან 100–ე ქვეთავი. ორი სხვადასხვა სკოლის ფილოსოფოსი. სერხიოს ჟესტებს სპეციალური, ,,გასაშიფრი წიგნი" სჭირდება, ,,კაპიტანმა ტვიტერი" გოლს სუარესზე მშიერი დაეძებდა, მაგრამ კეილორმა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა 2–ჯერ აირიდა.
 
ტერ შტეგენის ოფლი
გერმანელ მეკარეებს ოფლმომდგარს ძნელად თუ ნახავ. წყლიდან მშრალი ამოდიან. ასე იყო ზეპ მაიერი, ბეკენბაუერის ,,ბავარიას" რვაფეხა. კანისგან თუ გაჟონავდა, უფროსები ჩურჩულით თუ იტყოდნენ. ტერ შტეგენი გუშინ ისე გამოსულიყო, როგორც ბავშვთა სათამაშო მწვანე მდელოზე. როცა ტორსითს საშუალებით მოგერიებებით დაიღალა, ბენზემას ხელბურთის მეკარე განუსახიერა. ასენსიოს – ყოველ მომენტზე რაღაცას რომ გვიჩვენებს – სახოტბო ორგანიზაცია ოფიციალურად რომ არ გახსნილა, მთავარი პასუხისმგებელი პირი ისაა

მარსელოს კანონი
კიდევ ერთი დღე, ,,რეალის" საუკეთესო შემტევი რომ იყო. მარაკასების გამოყენებით ცეკვით გუნდს 2 გოლი დაუტავა, თუმცა ,,ბარსას" თავისი გეგმა ჰქონდა: თამაში მესიმ ,,გატეხა". არის მატჩები, რომლებიც რამოსდამეათე წუთზე თავდება და არის ისეთები, მესი – ,,ბარსას" საწყისი და სასრული როცა მოისურვებს. მეტი არაფერია."

კომენტარები

No front page content has been created yet.

Download MP3 Songs