,,რეალი" აუღელვებელი ლიუკივით არის – მორიელია, რომელიც ფეხზე მდგარი კვდება

 
,,არ შეიძლება ,,რეალს" მოთხოვო არ იყოს ,,რეალი". სინამდვილე ისაა, რომ 32 ,,ლიგა" და 11 ,,ევროპის თასი" ზუსტად იმიტომ აქვს მოგებული, რომ ,,რეალივით" მოქმედებს (იქცევა) და არა სხვა გუნდებივით. ,,რეალი" პრაქტიკული არაა, არამედ დიდბუნებოვანი. ,,რეალი" არც ფუნქციონალურია და არც სულმწირი, არამედ მამაცი, მეამბოხე და კანონგარეშე. ფრე ,,ლალიგას" იძლეოდა, მაგრამ ,,რეალმა" ,,ბარსასთვის" ხელის მოთავება 10 კაცით ყოფნის მიუხედავად გადაწყვიტა და ამიტომ დამარცხდა. ამობრუნებული დედამიწა. ამოტრიალებული სამყარო. ამ ამბიციას ხშირად დიდი ჯილდო მოაქვს, მაგრამ ერთხელაც ჯვარი დაასვა. ისე მოხდა, როგორც მორიელისა და კუს ფაბულაში. პირველი თხოვს მეორეს, რომ მდინარის გადალახვაში დაეხმაროს და კუ ამ ამბავს სკეპტიკურად შეხედავს – ეტყვის, რომ თუ ასე მოიქცევა, დანესტრავს. ,,შეუძლებელია" – უპასუხებს მორიელი. ,,განა ვერ ხვდები, რომ თუ ნესტარს ჩაგასობ, ორივე დავიხრჩობით?". დაარწმუნა და მოიკიდა, მაგრამ მდინარის შუაგულში ყოფნისას – ,,პიკ, პიკ!", ამან ნესტარი იხმარა. ,,გაგიჟდი? რატომ გააკეთე ეგ? ახლა ორივე დავიხრჩობით და მოვკვდებით!"...და მაშინ მორიელმა კუს დაჟინებული მზერით შეხედა და უპასუხა: ,,ხასიათის (ჩვევის) ამბავია". ,,ბერნაბეუს" პუბლიკა ამ სიტუაციისგან მოშორებით ვიცით რომ არ დგას, გუნდის წახალისებით იყო დაკავებული და ითხოვდნენ, რომ შეტევაში წასვლით ,,ლალიგა" იქვე მოემთავრებინათ. მეტოქის გასრესა უნდოდათ და ნაფცქვენების ამარა დატოვება. ,,რეალმა" წააგო, დიახ, მაგრამ თავისი სტილის ერთგული დარჩა და ფეხზე მდგარი მოკვდა. როგორც მოუთვინიერებელზე ლეგენდაშია: ლუკ ჯეკსონი (ფილმი Cool Hand Luke – ავტ.), რომელიც ფსონს ჩავა, რომ 50 მაგრად მოხარშულ კვერცხს 1 საათში შეჭამდა და მისი მეგობარი დრეგლაინი ყურში უჩურჩულებს: ,,რატომ 50? შეგეძლო 35 გეთქვა და უფრო იოლი იქნებოდა". და ლუკმა ასე უპასუხა: ,,მრგვალი ციფრები მომწონს". მოვიცადოთ და ვნახავთ, ,,რეალი" ამ 50 კვერცხის შეჭმას თუ მოახერხებს. მე ფსონს ვდებ, რომ იზამს"
 
ხუანმა როდრიგესი – ,,მარკას" მესვეტე

კომენტარები

No front page content has been created yet.

Download MP3 Songs