,,სელტა" ისტორიულ გამოწვევასთან: ერთ სვეტში მოქცეული აღზევება–დაცემანი

 
ხოსე მარი როდრიგესი – ,,მარკას" მესვეტე

,,აღზევება ,,ფიგერესთან" შებრძოლებით (91/92), ,,კალდერონის" ფინალი (პენალტების დრამატულ სერიაში მარცხი ,,სარაგოსასთან", უმძიმესი მოსაგონარი ,,სელტასთასთვის" – ავტ.), რუმინეთში ,,პიტესტისთან" ,,მკვდრეთით აღდგომა" (98/99–ის ,,უეფას თასზე" ,,რე–დებიუტი"), ხუან სანჩესის უნაკლო გოლით ,,ვილა პარკზე" ,,რემონტადა" (1998 წელს ვიგოში 1:0 გამარჯვების შემდეგ ,,ასტონ ვილა" შინ 3:1 დაეცა), სერბი გუდელის მე–3 ბურთი ,,ლივერპულთან" (3:1) და რევივოს გაბრწყინება ,,ენფილდზე" (98/99, 0:1), მწარე 0:0 ,,მარსელთან", გრანდიოზული ლექცია ,,ბენფიკას" (99/00, 7:0) და ,,იუვენტუსის" დეტონაცია მაკელელეთი (4:0), იმედგაცრუება ,,ლანსთან", ,,ბარსასთვის" თვალებში ჩახედვა (00/01–ის ,,კოპა დელ რეის 1/2 ფინალი, ორი მატჩის ჯამში 4:2 გამარჯვება), რომელიც ,,ლა კარტუხაზე" ფინალში დაღის ამოშანთვით დასრულდა: ,,ელ ცარ"–მა (რუსულად – ,,მეფე", მოსტოვოი) გამარჯვებისკენ გაკვალა ბილიკი და დღესაც გაურკვეველია, იმ თამაშის წაგება და კლუბის ისტორიაში პირველი ტიტულის დაკარგვა როგორ მოხერხდა (1:3 ავადმოსაგონარ ,,სარაგოსასთან"), ,,სან სიროზე" ხოსე ინასიოს გოლით გამარჯვება...მრავალი ,,ციური" (,,სელტა" – ,,სელესტე") დასამახსოვრებელი ღამეები და ზოგიერთი მწარეც. ყველა ამ თამაშებმა ნიშანი დაატყვეს მათ, ვინც გუნდს ევროტურნირებზე, ,,კოპაზე" და იმ ,,სეგუნდაში" მიჰყვებოდა, სადაც ,,მადროას" (,,სელტას" სავარჯიშო ბაზა) იმ ბიჭების ჯგუფი აღმოცენდა, რომლებიც ძუძუთი პირდაპირ გერბიდან იკვებებოდნენ: ასპასი, უგო მალიო, ხონი ან სერხიო. ესენი იმ გულშემატკივართა ისრებს წარმოადგენენ, ვისაც ,,ციური" (,,სელესტე") კანში აქვთ გამჯდარი. ეს მოთამაშენი ყველა დროის საუკეთესო ,,ევრო–სელტას" ბაირაღები არიან და იქ გავიდნენ, სადაც აქამდე ვერავის მოეხერხებინა. სტოკჰოლმის დიდი ფინალისკენ ღობედ ,,ევროპის ჩემპიონი" ,,მანჩესტერია" და ორად ორად ნაბიჯი რჩება...ნურავინ გააღვიძებს ,,სელტიზმს", ვიგოში ბედნიერების დღეებია გამოცხადებული"

კომენტარები

No front page content has been created yet.

Download MP3 Songs