ტოშაკის ინტერვიუდან: ,,რეალის" ამ შემადგენლობიდან კლუბის ყველა დროის გუნდში ერთსაც ვერ შევიყვანდი

 
ტოშაკი მალიორკაში ცხოვრობს, ყოველთვის ხუმრობის ხასიათზეა, გოლფს თამაშობს და ფეხბურთზე ,,მუნდოდეპორტივოსთან" საუბრობს:

,,მწვრთნელობა 28 წლისამ დავიწყე და ამას რაღაც უპირატესობები გააჩნდა. ახლა, 68 წლის ასაკში ყოფნისას ის გამოცდილება მაქვს, ადრე რომ არ მქონია. ასე რომ ასე, ყველაფერს მომავალი გამოაჩენს, მაგრამ როგოც შენკლი იტყოდა, სანამ კუბოს სახურავს არ დაგაფარებენ და მიწას არ მოგაყრიან, ,,გადამდგარად" (წასულად) ვერ ჩაითვლები"

,,ვინ მოიგებს ,,ლალიგას"? – მახსოვს ,,ბარსამ" ,,დამატებითში" ორიოდე სეზონი მოიგო. ჩვენ – ,,სოსიედადი" ერთ–ერთი ,,ტენერიფულის" დროს ,,კამპ ნოუზე" ვთამაშობდით. იმდენი რამეა გასახსენებელი, რომ როგორც ესპანეთში ამბობთ ხოლმე, ხარის კუდამდე ჩაყოლა მოგვიწევდა. გოლი 90–ე ან 92–ე წუთზე შეიძლება გავიდეს და ჩემპიონობისთვის ის გუნდები იბრძვიან, ვისაც ,,ბოლო ამოსუნთქვისას" გატანა ყველაზე უკეთ შეუძლიათ. აქედან გამომდინარე, რთულია გამარჯვებული გამოიცნო. ნორმალურად ის მოჩანს, რომ თავის თამაშებს ,,ბარსაც" მოიგებს და ,,რეალიც", რადგან თავ–თავიანთ მეტოქეებზე გაცილებით მაღლა დგანან. ამაზე წარმოდგენას ,,რეალის" ,,გრანადასთან" თამაშიც გვიქმნის, ზიდანმა სათადარიგოები გამოიყვანა, ბეილი, ბენზემა და კრისტიანო არ ათამაშა და მეტოქე გაანადგურებული დატოვა"

,,რამოსის გაგდება ,,კლასიკოში"? – ეს ის ფეხბურთელია, ,,რეალში" ყველაზე მეტი ,,ბარათები" რომ მიუღია. იეროსა და დანარჩენებს გაუსწრო. მახსენდება ,,საკლუბო მსოფლიოს" ფინალიც, მაშინ ,,ქუჩაში" 1:1–მდე უნდა გაეშვათ, მაგრამ მსაჯს ,,რეალის" ფეხბურთელის გაგდებისა შეეშინდა. სხვა დროსაც დაინდეს. ძნელი იქნება ისეთი გამოჩნდეს, ვინც რამოსს ბარათებში ჩამოიტოვებს"

,,იმედი მაქვს ,,ვიდეო–არბიტრი" თამაშს ორსაათნახევრამდე არ გაწელავს. ყველა ვცდებით. ჩემთვის იმ დღეს კრისტიანოს მიერ ,,ატლეტიკოს" კარში გატანილი თამაშგარე იყო. არ ვიქნები ერთადერთი, ვისაც აღნიშნული ნორმა ჯერაც ვერ გაუგია და გარდა ამისა, მას ყოველთვის ცვლიან ხოლმე. თამაშგარეებზე ყოველკვირეულად კამათობენ. ამბობენ, რომ ,,პოზიციური თამაშგარეა" და მოთამაშე შეტევაში არ მონაწილეობს...თუ ასეა, მაშინ იქ საერთოდ ნუ აღმოჩნდება. თუ მე ცენტრალური მცველი ვარ და ვხედავ 9 ნომერი 1 მეტრიან თამაშგარეშია, არ ,,ჩამოვალ ასაყვანად", მაგრამ შემდეგ კომბინაცია განვითარდება, გაიტანს და აღმოჩნდება, რომ თურმე არ ყოფილა თამაშგარე. ამგვარ სიტუაციებთან გამკლავება ჯერაც რთულია, მაგრამ ეს ყველაფერი ფეხბურთის ნაწილს შეადგენს. მე ამ მხრივ ცოტათი ,,ძველ სკოლას" ვემხრობი. ხშირად ისეა, რომ ზუსტად განმეორების ნახვის შემდეგაც ვერ გაიგებ. ასე რომ, ,,ვიდეო–მსაჯობა" მე არ მინდა"

,,ლალიგა" თუ ,,ჩემპიონთა ლიგა"? – აღნიშნული შეკითხვა ადრე საერთოდ არ არსებობდა, რადგან ,,ჩემპიონსის" სათამაშოდ ან ჩემპიონატი უნდა მოგეგო, ან ,,ჩემპიონთა ლიგის" წინა გათამაშება. 4 გუნდის მონაწილეობა კარგი არაა. ჩემთვის ,,ჩემპიონთა თასი" ჩემპიონების ტურნირია და ესპანეთიდან 3 არა–ჩემპიონი მონაწილეობს. ტურნირის ამ ფორმას ვერ დავეთანხმები. კიდევ ერთხელ, მე ,,ძველი სკოლისა" ვარ და მაშინ მხოლოდ ჩემპიონები თამაშობდნენ"

,,ბეილის პროდუქტიულობა? – 17 წლის იყო ჩვენთან ერთად უელსში რომ ჰქონდა დებიუტი და ამგვარად, მას კარგად ვიცნობ. ყველაზე დიდი პრობლემა რაც მას აქვს ისაა, რომ როცა იწყებდა მარცხენა მცველი გახლდათ. ჩემთვის ის დღესაც მარცხენა მცველად რჩება. ხალხი ამბობს, რომ მარცხენა მცველი საუკეთესო ფეხბურთელი ვერასდროს გახდება, მაგრამ მე მალდინი, კარლოსი ან კამაჩო მახსენდებიან, კუნძი არც ერთი ყოფილა. პირადად ჩემთვის მისი საუკეთესო პოზიცია მარცხენა მცველობაა. ბეილი მემარცხენეა, მაგრამ იქ თამაშობს, მარჯვნივ. არასდროს მინახავს რობერტო კარლოსი ან სხვები მარჯვნივ მდგარიყვნენ. გარდა ამისა, როცა ძალიან ახალგაზრდა იყო, ბეილმა ისეთი ტრავმა მიიღო, რამაც მის კარიერაზე საკმაოდ იმოქმედა. მისი გამოჯანმრთელება კარგად არ წარმართულა და რამდენჯერმე გაიმიზეზა, შემდეგ კი იგივე ტრავმა ხელმეორედ მიიღო. დასანანია, რადგან როცა უელსს ვწვრთნიდი, თამაშების 30% გამოტოვა"

,,ზიდანმა თუ გამაკვირვა? – გავიხსენებ შენკლის, რომელმაც თქვა, რომ ერთადერთი რამ რაც ფეხბურთში აკვირვებს ისაა, ფეხბურთში ხალხს ჯერაც რაღაც რომ აკვირვებს ხოლმე. აქ ყველაფერი ხდება. იმ დღეს ,,რეალის" თამაშს ვუყურებდი და ვფიქრობდი, რომ თუ ამ კლუბის ყველა დროის სიმბოლურს შევადგენდით...რამდენი შევიდოდა? ჩემთვის თითქმის არც ერთი. ალბათ მხოლოდ კრისტიანო. ამგვარად, გავიხედე იეროსკენ, რუჯერისკენ, გორდილიოსკენ, სანჩისისკენ, ბუტრაგენიოსკენ, უგოსკენ (სანჩესი), მარტინ ვასკესისკენ...,,რეალში" ჩემი მეორე მოღვაწეობიდან რედონდო, რაული...და სხვა ეპოქიდან პუშკაში, ხენტო, დი სტეფანო...მაგრამ გასაკვირია და ,,ჩემპიონთა ლიგის" ფინალს ესენი კიდევ ერთხელ ითამაშებენ. ასე და ამგვარად შემდეგ შეკითხვა გებადება და ზიდანის სახელი ამოტივტივდება, სხვა მწვრთნელებს მასზე გაცილებით უკეთესი შემადგენლობები ჰყავდათ. ასე რომ მას ქედი უნდა მოუხარო, რადგან ცოდნა უნდა გააჩნდეს და რაღაცას კარგად უნდა აკეთებდეს. ჭეშმარიტად რაც ხდება ისაა, რომ დღეს ბევრი ისე თამაშობს, რასაც ადრე ,,ტოშაკის სისტემას" უწოდებდნენ: ,,ლიბეროთი", 2 ცენტრალური მცველითა და 2 ,,ლატერალით" (ფლანგის შემტევი მცველი). ამ სისტემის გამოყენება უელსის ნაკრებში მოთამაშე–მწვრთნელობისას დავიწყე. ,,რეალში" ყოფნისას სრულად სამყარო ამბობდა, რომ აღნიშნული დაცვითი სისტემა ამ კლუბისთვის არ გამოდგებოდა. ჩავედით მალიორკაში და კასტელიონში და ნულოვანი ფრეები ვითამაშეთ, შემდეგ ,,ვალენსიას" 4:0 მოვუგეთ და საბოლოოდ გოლების სეზონური რეკორდი დავამყარეთ. თამაშის ამ ფორმით ზუსტად. რუჯერი, სანჩისი, მარტინ ვასკესი, მიჩელი, უგო (სანჩესი) და ბუტრაგენიო. ამ ფეხბურთელებთან თითქმის ნებისმიერი სისტემა გამოგადგებოდა. ეს ადასტურებს, რომ ფეხბურთი სისტემების კი არ არის, არამედ ფეხბურთელებისაა. ასე ვიტყოდი. ,,სოსიედადმა" სარაგოსაში თასი მოიგო და ,,რეალმა" ჩემპიონატი, დღეს კი ამბობენ, რომ ეს განლაგება ,,ახალი აღმოჩენაა"

,,კრისტიანოს მისამართით სტვენა? – მესმის ,,ბერნაბეუსი", მაგრამ მას არ ესმის (იცინის). ერთადერთია, ვისაც არ ესმის. ხელფასთან არის კავშირში. არავის მოსწონს როცა უსტვენენ. თუ შენ არ გისტვენენ, სხვას დაუსტვენენ"

,,ფავორიტები ,,იუვენტუსთან"? – კარდიფის სტადიონზე პატარა სათამაშო ფართობია და ,,რეალმა" აქ ,,სევილიას" სძლია უკვე. ვფიქრობ იტალიის ჩემპიონატი გაუარესდა ბოლო წლებში, მაგრამ როცა ,,იუვეს" შეხედავ, თვალთ ძნელად დასამარცხებელი გუნდი წარმოგიდგება. იგუაინი ძალიან მონდომებული იქნება, ალვეში ,,ბარსასია"...გრძელი ტურნირია და ფინალისთვის რთულია იმის თქმა, ვინ უკეთეს ფორმაში შეხვდება. ორივე ალბათ საკუთარ ქვეყნებში იპირველებენ და მათგან რომელიმეს გამარჯვება ფინალში სიურპრიზი ვერ იქნება"

,,16 წლის ვინიციუსის 60 მილიონად შეძენა? – (ჩაიცინა) ,,ლივერპულში" როცა გადავედი კვირაში 80 გირვანქას ვიღებდი. სტადიონი 54 000–ს იტევდა და 46 000–ს ზემოთ ყოველ 1 000 მაყურებელზე ,,ბონუსად" 2 ფუნტ სტერლინგს გვაძლევდნენ. ამგვარად, სავსე სტადიონზე + 16 გირვაქნას ვიჯიბავდით. ამ ეპოქაში ასე ვფიქრობდით ხოლმე: ,,დალახვროს, ,,ევერტონთან" დერბი გვიწევს და მოგებაზე 4 გირვანქაა, 16 სავსე სტადიონზე და 80 ხელფასი, კვირაში 100 გამოდის. ამ თანხით ბენიდორმში 3–4 დღით დავისვენებთ!" (იცინის). ახლა ისეთი ფული ტრიალებს, ჩემს წარმოსახვას რომ აღემატება და ამ თანხის აღქმა არ ძალმიძს. ერთადერთი იმის თქმა შემიძლია, რომ მაშინ ყველამ ვიცოდით, შემდეგ მწვრთნელები რომ ვიქნებოდით, ასე რომ პატარა მაღაზიების ან ბიზნესის დაწყება მოგვიწევდა. დღეს 21 ან 22 წლის მოთამაშე იმდენს იღებს, მთელი ცხოვრებისთვის რომ ეყოფა. სადღაა მოტივაცია, სტიმული? ადრინდელთან შედარებით მწვრთნელისთვის დღეს ყველაფერი გაცილებით გართულდა და არა მარტო მოტივაციის თვალსაზრისით"

,,რეალში" ჩემი მეორედ მისვლა პირველს არაფრით გავდა, ბოლოს და ბოლოს 10 წელი გასულიყო. ,,ფერარი–ბიჭების" დროება იდგა და სასიამოვნო ხალხი არ იყვნენ. ,,იუვენტუსთან" ,,ჩემპიონთა ლიგა" მიატოვიჩის გოლით მოეგოთ და ფიქრობდნენ, რომ მაქსიმუმი გაეკეთებინათ. ჰაინკესის შემდეგ ჰიდინკი მოვიდა, მაგრამ მხოლოდ 6 თვე ,,გაატანა". ძალიან რთული იყო"

,,გამიკვირდა, ლუის ენრიკემ წასვლის შესახებ ადრევე რომ განაცხადა, მაგრამ შემდეგ ეფექტის გაანალიზება ვიწყე. როცა ახალი მწვრთნელია მოსასვლელი, ფეხბურთელები უფრო მოტივირებულნი შეიძლება გახდნენ, მაგრამ პირიქითაც შეიძლება მოხდეს. ისეთივეა, როგორც მენდილიბარს ან ეუსებიოს გამარჯვებების შემდეგ რომ გაუგრძელეს კონტრაქტი. იცით, რომ შემდეგ მათი გუნდები 3 კვირის განმავლობაში ვერ იმარჯვებდნენ? ყავის დალევის შემდეგ ანგარიში უნდა გაისტუმრო. ახალი კონტრაქტები ზაფხულში, ვფიქრობ ასე ბილბაოში მოიქცნენ. ზიდანმა ლუის ენრიკეზე მომხდარს შეხედა და კონტრაქტზე დუმილი არჩია, რადგან ახალი ხელშეკრულება სასიკვდილო კოცნა იქნებოდა. ამბობს, რომ არავისთან ულაპარაკია და პერესს საერთოდ არაფერი უთქვამს. ასე რომ, თუ ჩემპიონატი ვერ მოიგეს, ეს მოხდება იმ მომენტში როცა წააგებენ და არა სხვა დროს (ნაადრევად)"

,,ბარსას" ისტორიის გათვალისწინებით ვფიქრობ კუმანის მოყვანა იქნებოდა კარგი. ,,უემბლის" გმირია, ,,სახლს" იცნობს და გამოცდილებაც აქვს. ,,ვალენსიაში" კარგად არ გამოუვიდა, მაგრამ ,,პრემიერლიგაში" 3 სოლიდური სეზონი ჰქონდა. ვფიქრობ ვინც ,,ბარსას" შიგნიდან არ იცნობს, მისთვის იქ რთული იქნება. თუ რაიკარდის, ვან გაალის ან კრუიფის ,,ჰოლანდიური იდეის" მქონეს მოიყვანენ, მგონია კარგად წაადგებათ. კლუბს ვალვერდეც იცნობს და ვფიქრობ ისიც ჩაეწერება"

,,ეუსებიომ კარგი სამუშაო შეასრულა. კლუბისთვის ადეკვატური მწვრთნელია, აი მოიესი ტოტალურად ნეგატიური იყო. ფერგიუსონის შემდეგ ,,მანჩესტერში" მისვლა ყველაფერს გირთულებს, მაგრამ უყურებ მის შედეგებს იქ, შემდეგ ,,სოსიედადში" და გავარდნილ ,,სანდერლენდში"...მოიესი რომ მიიწვიო, ძალიან მამაცი პრეზიდენტი უნდა იყო"

,,პიკე–რამოსი ,,კამათით" კმაყოფილები თუ არიან, ასე განაგრძონ. რამოსი ,,რეალშია", პიკე ,,ბარსაში". როგორც მწვრთნელი ვიტყოდი...თუ გულწრფელად გაინტერესებთ, ამ გუნდებში მე ძალიან გამიჭირდებოდა, რადგან ამგვარ რამეებს ვერ ავიტანდი. განსაკუთრებით პრესკონფერენციებს. გულწრფელი ვიქნები და ვიტყვი, რომ მე ამ ორიდან გულზე არც ერთი მეხატება. ვიმეორებ, რამოსი არის ფეხბურთელი, ვისაც ,,რეალის" ისტორიაში ყველაზე მეტი ბარათი აქვს მიღებული და წარმოიდგინეთ, რასაც იმსახურებდა ყველა ბარათი რომ ამოეღოთ. ბეილი, ბენზემა და კრისტიანო მას ძალიან წაადგნენ და ასევე პიკეს, სუარესი, მესი და ნეიმარი. ესპანეთში 14 წელი ვმუშაობდი და ჩემი გუნდებიდან ცენტრალური დუეტები რომ ავირჩიო სიმბოლურად, მათ გარეშე სულ მცირე 3 გუნდს გავაკეთებ"

,,მესი? – არ ვიცი მასზე რისი თქმა შემიძლია (ჩაიცინა). ვიხილეთ მარადონა, პლატინი, იგივე ზიდანი, რაიკარდი, გულიტი, ვან ბასტენი...მე კრუიფის წინააღმდეგ მითამაშია, მაგრამ მესიზე ნათქვამებს ვეღარაფერს დავამატებ. თუ ვიტყვით ,,და კრისტიანო?" ძალიან რთული იქნება, რადგან განსხვავდებიან ერთმანეთისგან. კრისტიანოს აბსოლუტურად არაფერს ვუკარგავ, მისი ციფრებია ეგერ, მესის მსგავსს კი ვერასდროს ვიხილავთ. ერთიმეორისთვის სასარგებლონი იყვნენ, მაგრამ თუ არჩევა მომიწევდა, მესი უნიკალურ რამეებს აკეთებს. აი როგორც ,,ბერნაბეუზე" ბოლო გოლი. როცა 3:0–ს ან 4:0–ს იგებ, ნებისმიერმა შეიძლება გაიტანოს, მაგრამ 2:2–ზე, როცა ,,რეალი" ათანაბრებს, უკან ,,ბერნაბეუა" და შენ ,,ბარსას" ფეხბურთელი იღებ ბურთს და ამბობ ,,მიიღეთ". დაუჯერებელია. როცა ის თამაშობს, თამაშს მოგებულად ნურასდროს ჩათვლი"

კომენტარები

No front page content has been created yet.

Download MP3 Songs