რეშაკის ინტერვიუდან: ათენის ფინალის შემდეგ კრუიფის ფირმის ატრიბუტიკა დავწვი

  
,,სამპდორიასთან" 1992 წლის ფინალს 25 წელი უსრულდება, ,,მუნდოდეპორტივო" რეშაკს, ,,დრიმ თიმის" მეორე მწვრთნელს ესაუბრა:

,,ჩემპიონთა თასი" პირველად ჩვენ მოვიგეთ, რაც იმ ტიტულს განსაკუთრებულდ აქცევს და ამ მიღწევას ვერავინ წაგვართმევს. შემდეგ რამდენიმე დაამატეს, მაგრამ სიამოვნება მე პირველმა მომანიჭა, რადგან ბარსელონიზმის იდეა–ფიქსს წაწრმოადგენდა. იმ გამარჯვებამ სრულიად ჩვენი გულშემატკივრობა გაანთავისუფლა და სრული სიმშვიდე მიანიჭა"

,,ბერნის ფინალი (1961, ,,ბენფიკა") უიღბლობისა და ძელების გამო წავაგეთ. სევილიაში (1986, ,,სტიაუა") თამაშს ყველა დაწყებამდე მოგებულად თვლიდა და ფეხბურთში ეს ყველაზე დიდი შეცდომა. ეგ ფინალი უფრო ,,ტრავმტულია", ვიდრე ბერნისა"

,,ვიალის სიტყვები, რომ ფეხბურთისთვის ,,ბარსას" გამარჯვება იყო უმჯობესი? – ვფიქრობ იტალიელები ძალიან კარგად თამაშობდნენ. სახელებს თუ შევხედავთ მოწინავე გუნდი არ ყავდათ, მაგრამ ,,სკუდეტო" მოეგოთ და ,,ჩემპიონსის" ფინალშიც გაგვიმართეს ბრძოლა. მათთვის იქამდე ,,თასების თასი" გვქონდა მოგებული. ბოშკოვი მაღალი დონის ფეხბურთს ათამაშებდა. ,,სამპდორია" რაღაც მხრივ მიგელ მუნიოსის ,,ლას პალმასს" მაგონებდა. ხალხმა ის გუნდი ვფიქრობ ვერ დააფასა სათანადოდ"

,,კუმანის გოლმა ამოგვასუნთქა. მეგონა, რომ დიდად აღმატებული ვიყავით და ეგრე არ გაგვიჭირდებოდა. დაიწყო თამაში და ვიფიქრე ,,კარგად წავიდა", მაგრამ ნელ–ნელა თემა გაგვირთულდა. ვდომინირებდით, მაგრამ თამაში გაათანაბრეს და დამატებით დროში გადაიყვანეს, იქ კი ყველაფერი შეიძლებოდა მომხდარიყო. კუმანმა რთული ბურთი გაიტანა, მეკარეს პოზიცია კარგად ჰქონდა შერჩეული, მაგრამ ბევრ ხალხში ძლიერი და საკმარისად ზუსტი დარტყმით გააძვრინა"

,,თავიდან სიამოვნებას ვიღებდი, მაგრამ ასე 30 წუთიდან გავიტანჯე და დასრულებამდეც ასე გაგრძელდა. როცა მათი შემადგენლობა ვიხილეთ, სტრატეგიის შეცვლა მოგვიწია. ლომბარდო გამოჩნდა, მარჯვენა გარემარბად დააყენეს და ვიფიქრეთ, რომ საქმეს გაგვირთულებდა. მთელ ფლანგს აკონტროლებდა, ბევრს დარბოდა და 4 მცველით გამოვედით, მაგრამ თამაშის მიმდინარეობისას ჩვენს ტრადიციულ ფორმას მივმართეთ და ასეც დავასრულეთ: 3 მცველი და გვარდიოლა მათ წინ"

,,კუმანმა გაიტანა და ,,გასაღებიც" ის გახლდათ, ასე რომ იმ მატჩის საუკეთესო ნამდვილად იგია. დაცვაში ნორმალურზე უფრო მეტი სამუშაოს გაწევა მოგვიხდა, რადგან მათაც შესანიშნავი თავდასხმა ყავდათ. ნახევარდაცვაში ლაუდრუპი და ბაკერო წაგვიძღვნენ. ყველამ შესანიშნავად ითამაშა. ბრწყინვალე მატჩი არ იყო, რადგან წაგების შიში ხალხზე ზეგავლენას სულ უფრო და უფრო აძლიერებდა"

,,კრუიფთან იმაზე ვლაპარაკობდით, რომ ამ ტიტულის ხელიდან გაშვება არ შეიძლებოდა, მაგრამ რომ წაგვეგო? გოლის შემდეგ უფრო გავწვალდი, ვიდრე ბოლო წუთებზე. ისე იყო, თითქოს მე და იოჰანსაც გვეთამაშა, ორივე გამოფიტულები ვიყავით"

,,მოგების შემდეგ ყველაზე სასიამოვნოდ მოსასმენი? – არ ვიცი, იმდენი რამე ვთქვით, იმდენი ჩახუტება იყო...ყველაზე კარგი ისაა, რომ იმ გუნდში ყველა მეგობრები გახლდით. ანანასზე საუბრისას უნდა გვახსოვდეს, რომ ის კაკლებისგან შედგება. უცხოელები მოვიყვანეთ, მაგრამ რთული რამ შევძელით და მეგობრების გუნდი შევქმენით"

,,სალინასს სუპერ–გოლი შეეძლო გაეტანა? – მას ბუნებრივი უპირატესობა აქვს. არაა საჭირო რომ კარგია, მაღალი და ლამაზი, რადგან ამას თავადვე ამბობს და თავდაჯერება მოჭარბებით აქვს"

,,ოცნება ფულს არ გთხოვს, ასე რომ ვიოცნებებ და ,,მალაგას" იმედი მექნება. ისტორიას თუ გადავხედავთ, ბოლო ტურში ჩემპიონატი 3–ჯერ მოვიგეთ, მაგრამ ,,ატლეტიკოც" მოგვსვლია. შეგვიძლია თავს ოცნების უფლება მივცეთ, მაგრამ ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ უპირატესობა მეტოქის მხარესაა" 

,,მიჩელის ნათქვამს მხედველობაში მე ვერ მივიღებ, რადგან პროფესიონალებს ყოველთვის მოგება სურთ. შეიძლება მადლობდეს ,,რეალს" ან გაბრაზებული იყოს, რადგან პირველი გუნდი არ ანდეს. რაც ზიდანმა გააკეთა, ისიც შეძლებდა. ისტორიაში შესვლა იმითაც შეუძლია, ,,რეალს" ტიტულს თუ დაათმობინებს და როცა თამაში დაიწყება, ,,მალაგას" გამარჯვების შანსი მიეცემა"

,,სანდრო ბოლო წუთზე გადამწყვეტს თუ შეუგდებს, ბარსელონაში ძეგლს დაუდგამენ, რადგან ,,ბარსაში" აქვს ნათამაშევი. ასეთი რამეები ისტორიის კუთვნილება ხდება. ისევე, როგორც კუმანის გოლი, რომელიც საუკუნიდან საუკუნემდე ეხსომებათ. ყველა მოსაგებად გადის და თავდამსხმელს გატანა თუ შეუძლია, აუცილებლად გაიტანს. ასეთ ამბებში მე ეჭვიანი არანაირად არ ვარ"

,,კრუიფის ბრენდის სპორტულ ტანისამოსს ვატარებდი ყოველთვის. დაიწყო ჩემპიონატი და დავიწყე მეც, მაგრამ კლუბთან პრობლემა გამიჩნდა, რადგან კონტრაქტი ,,მეიბასთან" აკავშირებდათ. ზოგჯერ იოჰანის არც მინდოდა ჩამეცვა, მაგრამ ყველა მეუბნებოდა მიდგომა არ შემეცვალა, რადგან იღბალი მოჰქონდა. კლუბი გამიბრაზდა და საბაბიც ჰქონდათ...მაგრამ არ გამოიცვალოო დირექტორატის წევრებიც კი მეუბნებოდნენ. თუმცა ის დღეც დადგა, როცა კიდევ ერთი ფინალი ასე კარგად ვერ წარიმართა, 4 გაგვიტანეს (94, ,,მილანი"), ავიღე ის ფორმა და ცეცხლს მივეცი. შელოცვამ ძალა დაკარგა და სასჯელიც უნდა მიეღო. კოცონი. კლუბი თუ დარჩა კმაყოფილი? არ მგონია ასე, რადგან ის ფინალიც რომ მოგვეგო მეტყოდნენ, ისევ ეგრე ჩაცმული გადიო" (როცა რეშაკმა კრუიფი შეცვალა, იოჰანმა ეს ღალატად მიიღო და ერთმანეთს ჰოლანდიელის სიკვდილამდე არ ესაუბრებოდნენ – ავტ.)

კომენტარები

No front page content has been created yet.

Download MP3 Songs