ნესტას ინტერვიუდან: ,,იუვემ" მთავარია 3 მონსტრი შეაკავოს, დანარჩენი თავად მოვა

 
ნესტა სულ მეორე სეზონია მწვრთნელობს და გარკვეულ წარმატებებსაც აღწევს: მცირე ხნის წინ მისი ,,მაიამი" გავარდნის კანდიდატი იყო, ახლა კი მე–3 ადგილზეა და NASL–ის ტიტულისთვის (ამერიკის რიგით მე–2 დივიზიონი) ამაურის ,,კოსმოსს" ებრძვის. მსოფლიო ჩემპიონი, U21 ევრო–ჩემპიონი (1996), ,,სკუდეტო" ერთადერთხელ მომგები, იტალიის თასის 3–გზის, ,,ჩემპიონთა ლიგის" 2–გზის ტრიუმფატორმა თავისი დრო ,,გაძეტა დელო სპორტს" დაუთმო:

,,ტიტულის მოგება გვინდა. თუ შევძელით, ჩვენს 15 000–იან სტადიონს პირთამდე შევავსებთ ხოლმე. ჩემი კიდევ ერთი მიზანი სწავლაა, ეს ჩემი სკოლა გახლავთ, ჩემი პირველი გამოდილება"

,,იტალიიდან შემოთავაზებას თუ მივიღებ კარგი იქნება, მაგრამ შესაძლებლობები ამერიკაშიც საკმაოდ გეძლევა. გავიმეორებ, რომ მთავარია საკუთარი თავი საკმარისად მომზადებულად ჩათვალო და არ იჩქარო, რადგან თავიდან მომავალ იმედგაცრუებას მხოლოდ ასე აიცილებ"

,,იტალიის ჩემპიონატი? – 1 წლის წინ ვთქვი, რომ ,,იუვენტუსი" ყველაზე ძლიერი იყო და მას შემდეგ რაღაც შეიცვალა კიდეც: ,,იუვენტუსი" გაცილებით უფრო ძლიერია. რატომაც არა, იმის საშუალება აქვთ, რომ პოგბას მსგავსიც კი მარტივად ჩაანაცვლონ"

,,იუვენტუსი" უფრო ძლიერი გუნდია, მაგრამ ,,ნაპოლი" უფრო ლამაზ ფეხბურთს თამაშობს. სარის სტილი ესთეტიურად მშვენიერი სანახავია, თუმცა ,,იუვე" უფრო ეფექტურ ფეხბურთს მიმართავს. ,,სკუდეტოს" ყოველთვის მეორე ტიპის გუნდები იგებნე ხოლმე, მაგრამ ჩემი ხედვის გათვალისწინებით მე ,,აძურის" თავკაცთან ვრჩები"

,,დიახ, ვფიქრობ ,,იუვენტუსს" ,,ჩემპიონთა ლიგის" მოგებაც შეუძლია, მაგრამ თუ მართლა ასე მოხდება, ცოტათი სიურპრიზი იქნება. ნებისმიერ შემთხვევაში, მოგების მცდელობისთვის საკმარისად ,,ეკიპირებული" გუნდია. ამდენად კარგი მცველები ჰყავს, შესანიშნავი ნახევარმცველები და თავდასხმა იგუაინით. მომწონს ასეთი ,,მიქსი": დაცვაში ვეტერანები, მაგრამ რუგანიც, რომელსაც სწავლისთვის დიდი შესაძლებლობა აქვს. ,,მილანში" ჩემს შემთხვევაში იგივე მოხდა: როცა ,,ბერნაბეუზე" პირველად ჩავედით, ჩემთვის უემოციურესი მომენტი იყო და უბრალოდ მალდინი–კოსტაკურტას სახეებს ვუყურებდი. მათი დაკვირვებით ვისწავლე, გარკვეულ სიტუაციებს როგორ უნდა გავმკლავებოდი"

,,ბარსას" ის სამი მონსტრი ყავს და მათ ყოველ მომენტში შეიძლება გაგიტანონ, მაგრამ უკანა ხაზში მოიკოჭლებს, რაც ტურინშიც ვიხილეთ. ალეგრი დაცვაში ყველანაირად უნდა გაუმაგრდეს და შემდეგ რა, ერთ გაცვეთილ ფრაზას ვიხმარ: ,,ყველაფერი შეიძლება მოხდეს"

,,ვისგან ვსწავლობდი? – დეკემბერში ჯამპაოლის ვეწვიე ,,სამპდორიაში", ერთ–ერთი მზარდი გუნდი და საინტერესო მწვრთნელია, მეტად კეთილშობილი ადამიანი. იტალიელთაგან კონტესა და სარის ვირჩევ. ანჩელოტი? მას კარგად ვიცნობდი, აღარ მოვიხსენიებ. უცხოელთაგან გვარდიოლას გამოვყოფ, მას გასულ წელს უნდა ვწვეოდი, მაგრამ ,,ჩემპიონთა ლიგის" გამო რეგენერატიული სამუშაოები იყო ჩასატარებელი"

,,რანიერი? – ერთის მხრივ მახარებს, რომ ასე მარტო იტალიაში არ ვიქცევით, არამედ ინგლისის დარ, სპორტის მხრივ ევოლუციონირებად ქვეყანაშიც. ზოგჯერ საქმეს შური აფუჭებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი განთავისუფლებისთვის სხვა ახსნის მოძებნა გამიჭირდებოდა"

,,იტალიაში უამრავი ,,ტალანტია"? – ნამეტანია, შეიძლება 3 ან 4–ია, დანარჩენები უბრალოდ კარგები არიან. ნამდვილი ,,ჩემპიონი" არის დონარუმა, მას ბუფონის დონემდე შეუძლია მივიდეს. დაცვაში რუგანი და რომანიოლი, მათგან უკეთესი ბედი რომელს ექნება, ამას მომავალი გვიჩვენებს"

,,ყველაზე დიდი სიურპრიზი სიმონე ინძაგი და მისი ,,ლაციოა". კარგ ფეხბურთს თამაშობენ. სიმონეს კარგად ვიცნობ და მისი წარმატებისგან სასიამოვნოდ ვარ გაოცებული. არც ,,პიპოს" ,,ვენეციაში" წარმატებები დავივიწყოთ – გუნდი ,,ბ"–ში გადმოიყვანა, ინძაგებს მწვრთნელებად ვერასდროს წარმოვიდგენდი"

,,ნაკრებს შეკრებისას პრობლემები აქვს? – შეკვეცონ კალენდარი და ჩემპიონატში ნაკლები გუნდი მონაწილეობდეს"

,,დიახ, ვენტურას იტალია ძალიან მომწონს, ახალგაზრდული გუნდია, მწვრთნელად ,,მაესტრო" ჰყავს. მისი იდეებისგან შთაგონებას ბევრი თანამედროვე მწვრთნელი იღებს, თვით კონტეც კი"

,,ამ ტექნიკურ გუნდს 4–3–1–2 შეეფერება. დრიბლინგი ეხერხებათ და ბურთის სწრაფად გათამაშებაა საჭირო, მეტოქეს 3 შემტევი უნდა უტევდეს"

,,გუნდში რობერტო ბაჯო მყავს? – ალბანელი 23 წლის ბიჭია, მამამისი ,,უტიფოზესი" იყო და კიკინასაც ატარებდა. ამ ფეხბურთელს ცოტას თუ ვიყენებდით, მაგრამ ნიუ–იორკში ,,კოსმოსთან" თამაშისას უამრავი თანამემამულე მოიზიდა"

კომენტარები

No front page content has been created yet.

Download MP3 Songs