,,გაძეტა დელო სპორტის" 10 მცნება ,,იუვეს": მოერიდეთ პროვოკაციებს, გაუძელით ,,კამპ ნოუს", გამოამწყვდიეთ მესი და შეუტიეთ

 
,,10 მცნება" ,,იუვესთვის":
 
1. არ ჩაიკეტონ დაცვაში. მეტოქის პრესინგისგან თავის დაღწევაში განსაკუთრებული როლი პიანიჩს ეკისრება

2. ,,კამპ ნოუზე" შექმნილ დამაშინებელ ატმოსფეროს გაუძლონ და ,,თვალებში ჩახედონ"

3. მეტოქე სწრაფი კონტრ–დარტყმებით არ მოასვენონ. ,,გასაღები": კუადრადო

4. დიბალას მესის მემკვიდრეობდა თუ სურს, ტურინული უნდა გაიმეოროს

5. არა მხოლოდ დიბალა, იგუაინს ,,იტალიური გარჯა" – მინიმუმ 1 გოლი მოეთხოვება

6. ,,ბარსამ" შეიძლება პროვოკაციაზე წამოგება სცადოს, უფრთხილდით ბუსკეტსა და კომპანიას, არ წამოეგოთ

7. წინა თამაში ,,იუვემ" ფლანგებით მოიგო, ამის გამეორება რთული იქნება. ბალანსისთვის უმთავრესი: მანჯუკიჩი

8. პირველ თამაშში ბუფონი თითქმის ,,მეორე დიბალა" იყო: ინიესტას (და არა მარტო) მსგავსი მოგერიებები უნდა გაიმეოროს

9. და მესი? ყოველთვის როგორც N1–ზე ვსაუბრობთ, დღეს საქმე დაჭრილ მხეცთან გვექნება: გალიაში მისი გამომწყვდევა ,,ბარსას" ,,დაასტოპებს"

10. შეუძლია მსოფლიოში საუკეთესო დაცვას 4 გოლი გაუშვას? დაცვა ბრონირებულია

ნეიმარი Vs. იგუაინი
707 წუთი 694
4 გოლი 3
2.75 Key პასი 0.5
1.25 კარში დარტყმა 1.38
29% რეალიზაცია 14%
2.38 კედლის გათამაშება 1.63

ლუის ენრიკე: ,,5 უნდა გავიტანოთ. პირველს თუ გავიტანთ, მეორეს ,,კამპ ნოუ" შეაგდებს და მესამე თავისთავად მოვა. მიზანია შეტევა, შეტევა, შეტევა და როცა მოვდუნდებდით, შეტევა. ბუსკეტსის დაბრუნება დიდი ამბავია, მასკერანო მზადაა, ,,25%–იანი მესიც" დიდ დახმარებას გაგვიწევდა"

ალეგრი: ,,პირველი თამაში არ არსებობს, ერთმატჩიანი დუელი გველის. მათ დიდ პატივს ვცემთ და თავს დავიცავთ, მაგრამ გასატანადაც ვიზრუნებთ. კარგი სტრატეგია გვექნება, ,,პსჟ" ბოლო წუთებზე არ არსებობდა. ბევრი გოლი შეიძლება გავიდეს, მაგრამ თამაშისას სიმშვიდეს უნდა ვინარჩუნებდეთ" 

სპეციალისტების აზრი: საკის ლიპიმაც აუბა მხარი: ,,იუვე" ,,ბარსაზე" ძლიერი გუნდია და ,,პსჟ"–ზე გამოცდილი. კატალონური გუნდი მხოლოდ შეტევაშია უნიკალური"

კომენტარები

No front page content has been created yet.

Download MP3 Songs