,,რეალი" Vs. ,,ატლეტიკო" და ,,მონაკო" Vs. ,,იუვე": გუნდების კალენდრის ანალიზი (,,გაძეტა დელო სპორტი")

 
,,გაძეტა დელო სპორტის" წილისყრამდელი ინფორმაციით ,,იუვენტინოებს" ყველაზე მეტად ,,ატლეტიკოსთან" ორმატჩიანი დაპირისპირება არ უნდოდათ, ,,რეალთან" 2 თამაშიანს კი ფინალში შეხვედრა ერჩივნათ. როგორც ვხედავთ ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ბუფონსა და კომპანიას სურდათ (,,ჯიჯიმ" ღიადაც განაცხადა, რომ სიმეონეს გუნდი მისთვის ყველაზე არასასურველი იყო) და ახლა ყველაფერი თავად ,,ჩამაცემენტებლებზეა" (უშუალოდ თამაშიდან 0 გოლი გაუშვეს) დამოკიდებული, მითუმეტეს ნახევარფინალური სტატისტიკაც პოზიტიურია: ,,იუვეს" ,,ჩემპიონთალიგურ" 1/2 ფინალებში სულ 11–ჯერ უთამაშია და აღნიშნული ეტაპი 8–ჯერ აქვს დაძლეული.

კალენდრის ანალიზი (1 ვარსკვლავი – მინიმალური სირთულე, 5 – მაქსიმალური):
,,იუვენტუსი" (გუნდის სიძლიერე 5 ვარსკვლავი), KEY ფეხბურთელი დიბალა – ,,ჯენოასთან" შინ – 1, ,,ატალანტასთან" გასვლა – 4, 1/2 ფინალში – 5, ,,ტორინოსთან" საშინაო დერბი – 5, 1/2 ფინალის განმეორებითი – 5
 
,,მონაკო" (გუნდის სიძლიერე 4 ვარსკვლავი), KEY ფეხბურთელი მბაპი – ,,ლიონთან" გასვლა – 4, ,,პსჟ"–სთან საფრანგეთის თასის 1/2 ფინალი – 5, ,,ტულუზასთან" შინ – 1, ,,ჩემპიონთა ლიგის" 1/2 ფინალი – 5, ,,ნანსთან" გასვლა – 2, ,,ჩემპიონთა ლიგის" განმეორებითი – 5
 
 
,,რეალი" (გუნდის სიძლიერე 5 ვარსკვლავი), KEY ფეხბურთელი კრისტიანო – ,,ბარსასთან" შინ – 5, ,,დეპორტივოსთან" გასვლა – 2, ,,ვალენსიასთან" შინ – 3, 1/2 ფინალი – 5, ,,გრანადასთან" გასვლა – 1, 1/2 ფინალის განმეორებითი – 5

,,ატლეტიკო" (გუნდის სიძლიერე 5 ვარსკვლავი), KEY ფეხბურთელი გრიზმანი – ,,ესპანიოლთან" გასვლა – 3, ,,ვილიარეალთან" შინ – 4, 1/2 ფინალი – 5, ,,ეიბართან" შინ – 3, 1/2 ფინალის განმეორებითი 5





კომენტარები

No front page content has been created yet.

Download MP3 Songs